GEO     ENG
  Home  
  News  
  About us  
  Current projects  
  Professional Education System  
  Legislation  
   
  Photo Gallery  
  Contact us  



  ახალი ამბები >>
2009-11-12
 
 23-24 სექტემბერს, თბილისში, გაიმართა სემინარი ,,დარგობრივი საბჭოების როლი პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში”.

23-24 სექტემბერს, დარგობრივი საბჭოებისათვის გაიმართა სემინარი ესტონელი ექსპერტის, ქ-ნი კუული ოლის მონაწილეობით. მოხდა ესტონური გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება დარგობრივი საბჭოების ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის მიმართულებით.

სემინარს ესწრებოდნენ დარგობრივი საბჭოების წევრები: პროფესიული საქმიანობის შესაბამისი სფეროს ექსპერტები, დამსაქმებლები, პროფესიული გაერთიანებების (ასოციაციები, კავშირები და სხვ.) წარმომადგენლები, სახელმწიფო მმართველობითი  ორგანოების  წარმომადგენლები,  პროფესიული სწავლების ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.

სემინარზე ჩამოყალიბდა წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, დარგობრივი საბჭოების საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტის შემუშავების შესახებ.


Photo gallery


 © National Professional Agency
 Website Created by Givi Tvalavadze
52, D. Uznadze str., 0102, Tbilisi, Georgia
Phone: (995 32) 43 88 86
E-mail: npa@npa.org.ge